ვაკანსია სოციოლოგებისთვის

დამატების თარიღი: 30 January 2017 / 14:12

“კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით იწყებს პროექტს, „ახალგაზრდული რეფლექსი“. პროექტის მიზნებია: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პრობლემების კვლევა, ანალიზი და საკითხის სისტემურ ჩარჩოში მოქცევა,  რომელსაც შესაბამისი რეაგირება და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში ახალგაზრდების ჩართულობა მოყვება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონებში რისი საშუალებითაც მოხდება ახალგაზრდების პრობლემების იდენტიფიცირება სხვადასხვა მიმართულებით:  დანაშაულის ჩადენის კომპონენტი, სამართალდამცველებთან ურთიერთობის კომპონენტი და მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის კომპონენტი.

 

პროექტის ფარგლებში ვეძებთ 3 მოხალისეს კვლევის ჩატარებაში ჩასართავად

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სოციოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის/მაგისტრანტურის სტუდენტი.
  • ფოკუს-ჯგუფისა და შერეული კვლევის მეთოდების ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილების მქონე სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა)
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • დამოუკიდებელი და გუნდუნრი მუშაობის უნარი.
  • კვლევის შედეგების საბოლოო ანალიზის მომზადება.

სამუშაოს აღწერა:

  1. კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულობა.
  2. კვლევის შედეგების შეჯამების პროცესში მონაწილეობა.
  3. ფოკუს ჯგუფების ფასილიტაცია/ასისტენტობა.
  4. კვლევის ანგარიშების მომზადება.

 

ამასთანავე:

ორგანიზაცია გთავაზობთ

 

  • ACT-ის ერთ დღიან გადასამზადებელ ტრენინგში მონაწილეობას.
  • ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ტრენინგ კურსებში, კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სერთიფიკატს.
  • სამუშაო პროცესში საჭირო ხარჯებს ორგანიზაცია იღებს საკუთარ თავზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: – 4 თვე

კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ნახევრი გვერდი) ქართულად მეილზე:   Caucasusyouthnexus@gmail.com   (სათაურში მიუთითეთ “ახალგაზრდული რეფლექსი” – სოციოლოგი)

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 თებერვალი.

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებსრომელთაც  ჩაუტარდებათ გასაუბრება.

გასაუბრება გაიმართება 17-18 თებერვალს ორგანიზაციის ოფისში მისამართზე: სოლოლაკი, ინგოროყვას 14.

დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით:           Caucasusyouthnexus@gmail.com

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace