მასტერფის რეგიონული ოფისის გახსნა

დამატების თარიღი: 02 January 2017 / 17:09

2016 წლის 30 დეკემბერს თბილისში გაიხსნა “მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი”.

მასტერფის საქართველოს კლუბი საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს და რეგიონული ოფისის სტატუსი 2016 წელს მიენიჭა. აღნიშნული ოფისი პასუხისმგებელია აღმოსაველთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებული მასტერფისის კლუბების ლოკალურ და საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ გაძლიერებასა და ერთობლივი ძალისხმვით მშვიდობის მშენებლობაზე, ამას გარდა ახალი კლუბების ჩამოყალიბება და გააქტიურება აღნიშნულ რეგიონში. MasterPeace არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს თავისი წარმომადგენლობა მსოფლიოს 60-მდე სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. MasterPeace-ის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ადამიენებში მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლინებას და ეს ყველაფერი მიმართოს სხავდასხვა კონფლიქტების, დაძაბულობების, პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მსოფლიოში მშვიდობის განვითარების საწინდარი იქნება. ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კლუბების ხელშეწყობა სოციალური მეწარმეობის დარგის განვითარება, რადგან კლუბები გახდნენ უფრო მდგრადები და შეძლონ მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.

რეგიონული ოფისი ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, დაპირისპირებული საზოგადოებების შეკავშირებას მუსიკის, ხელოვნებისა და დიალოგის საშუალებით. მასტერფისის ცენტრალური ოფისები მდებარეობს ჰოლანდიასა და ეგვიპტეში, ხოლო რეგიონული ოფისი ფუნქციონირებს ლათინური ამერიკაში და მდებარეობს მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში, ამგვარად თბილისის ოფისი წარმოადგენს მასტერფისის მეორე რეგიონულ ოფისს მსოფლიოში.

მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მენეჯმენტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” ლეგალური ქოლგის ქვეშ.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace