ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობის კონკურსი ქალაქ კასპში

დამატების თარიღი: 23 July 2019 / 12:36

19 ივლისს დავიწყეთ ახალი პროექტი “ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობის კონკურსი ქალაქ კასპში”, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა რათა დაიწყონ საკუთარი სოციალური ბიზნეს საქმიანობა.

პროექტი ხორციელდება კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით და კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ სოციალურ ბიზნეს იდეას გადაეცემა 5000 ლარის ოდენობის გრანტი საქმიანობის დასაწყებად.

პირველ ეტაპზე ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგი სოციალური მეწარმეობისა და ზოგადად ბიზნესის საქმიანობის შესახებ. მეორე ეტაპი ჩატარდება 25-26 ივლისს და დაეთმობა უშუალოდ ბიზნეს პროექტების წერას, რომლის შემდეგაც შეირჩევა საუკეთესო იდეა, რომელიც დაფინანსდება გრანტით.

აღნიშნული კონკურსი ხორციელდება პროექტ “ნაბიჯი წინ” ფარგლებში რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ მონაწილე ორგანიზაციების, მათი წარმომადგენელ ახალგაზრდების გაძლიერებას, სოციალური მეწარმეობის თემის შესწავლას და საკუთარი სოციალური საწარმოების გახსნას, რასაც მოყვება ლოკალურ დონეზე ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას.

ჩვენი გუნდი მადლობას უხდის კასპის მუნიციპალიტეტის მერიას პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. ასევე კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ მანუჩარ მერებაშვილის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსს თეა ხორბალაძეს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace