ბავშვებისთვის!

დამატების თარიღი: 17 April 2020 / 14:50

ყოველდღიურად შემოგვდის ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს ქვეყანაში შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე ელემენტარული საჭიროების ნივთებით და საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. თქვენი ჩართულობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

უკვე ერთი კვირაა, რაც მოხალისეობრივად დავიწყეთ საქველმოქმედო კამპანია „ბავშვებისთვის“. მას შემდეგ უამრავი ოჯახი დაგვიკავშირდა და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც თითოეულ ბენეფიციართან დაკავშირებით იდება კონკრეტული ინფორმაცია:

https://www.facebook.com/groups/562986657673200/

იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ გთხოვთ მოიწვიოთ თქვენი მეგობრები ამ ჯგუფში.

იმავე მიზნისთვის შეიქმნა ივენთი:

https://www.facebook.com/events/243368000121414/

როგორ შეგიძლიათ დახმარება?

1. პირველ რიგში, თუ გსურთ თქვენი ფინანსური წვლილის შეტანა საქველმოქმედო საქმიანობაში, შეგიძლით გადმორიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე: GE48BG0000000583045800, მიმღები – მარიამ ჯუღელი, დანიშნულებაში მიუთითეთ – ქველმოქმედება.
შეგროვებული თანხა სრულიად მოხმარდება ბენეფიციარებს.

მეტი სანდოობისა და გამჭირვალობისათვის თითოეული ჩარიცხული თანხა აისახება ექსელის ფაილში, რომელშიც ავსახავთ თქვენს გვარს (კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით არ ავსახავთ სახელს), ჩარიცხვის თარიღსა და თანხის რაოდენობას. თუკი გსურთ, რომ თქვენი გვარი არ იქნეს აღნიშნული მოცემულ ფაილში გთხოვთ დაგვიკავშირდით.

2. დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში. მოიწვიეთ მეგობრები ჯგუფში, გააზიარეთ პოსტები, მოიწონეთ, დააკომენტარეთ. თითოეული სახის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო მეტი აქტიურობა დაფიქსირდება პოსტებზე, უფრო მეტი ადამიანი ნახავს.

თითოეული ბავშვი იმსახურებს იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც მათთვის ხელმისაწვდომი იქნება არამხოლოდ პირველადი საჭიროების საგნები და საკვები პროდუქტები არამედ სრულფასოვანი განათლების მიღებისა და განვითარების შესაძლებლობები.
ამ ბავშვებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ, შემოგვიერთდით!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace