ბავშვებისთვის!

დამატების თარიღი: 20 April 2020 / 13:58

დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და საქველმოქმედო აქცია ერთდროულად განვახორციელეთ. აღდგომის წინა დღე გავუხალისეთ ორ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს. დავეხმარეთ საკვებით და ბავშვის ჰიგიენური საშუალებებით. ახალი რეგულაციის დაცვით, გადავადგილდებოდით მხოლოდ ველოსიპედებით

იმისთვის, რომ მეტი ოჯახის დახმარება შევძლოთ, მოიწვიეთ თქვენი მეგობრები ჯგუფში, სადაც ყოველდღიურად იდება კონკრეტული ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ.
ასევე გააზიარეთ პოსტები, ვინაიდან მეტი გამოხმაურება მოყვეს აქტივობას და უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.
მადლობა ყველას თანადგომისთვის.
ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწარით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace