გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 2020

დამატების თარიღი: 05 June 2020 / 14:17

დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა! მის აღსანიშნად გთავაზობთ მოაწყოთ პიკნიკი თქვენს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, ოღონდ ნულოვანი ნარჩენით! შეგიძლიათ ეს პიკნიკი თქვენს მისაღებ ოთახში, აივანზე, თქვენს ბაღში, პარკში ან ნებისმიერ ადგილას მოაწყოთ, სადაც ფეხით შეგიძლიათ მისვლა.

როგორ შეიძლება მოვაწყოთ პიკნიკი ყველანაირი ნარჩენის გარეშე?

1) დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად არ გამოიყენოთ ისეთი ტრანსპორტი, რომელსაც საწვავი სჭირდება.

2) გამოიყენეთ სახლის დანა-ჩანგალი, გადასაფარებელი და ხელსახოცები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და რომელსაც პიკნიკის შემდეგ გარეცხავთ.

3) წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მენიუ და მოათავსეთ ის მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებში.

4) სცადეთ კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ნარჩენი არ მოჰყვეს.

სასიამოვნო პიკნიკს გისურვებთ! არ დაგავიწყდეთ სურათის გადაღება და ჩვენი ჰაშთაგების გამოყენება.

_____________________________________________________

არსებობს ერთი რამ, რაც მსოფლიოს ხელს უშლის, გახდეს უფრო ჯანსაღი, უსაფრთხო, სუფთა და უფრო თანასწორი ყველა ცოცხალი არსებისთვის. ეს არის ის – თუ როგორ ვფიქრობთ. ასერომ, დღეს დაპირდით საკუთარ თავს და მსოფლიოს, რომ:

არასდროს იფიქრებთ, რომ თქვენს ქმედებებს ცვლილებების მოხდენა არ შუძლიათ. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გავლენას ახდენს მსოფლიოზე!

_____________________________________________________

დღეს შემოგთავაზებთ ახალი ცოდნის და უნარების დაგროვებას. სცადეთ შემდეგი ორი რამ:

1) დაიწყეთ მოხალისეობა- აარჩიეთ ორგანიზაცია, რომელიც თქვენს ღირებულებებს ყველაზე მეტად შეეფერება და რომელიც გავლენას ახდენს თქვენს საზოგადოებაზე.
2) ყოველთვის ისწავლეთ რაიმე ახალი. შეგიძლიათ დაიწყოთ ამ TED talk-ების მოსმენით:
https://www.ted.com/search?q=nature)

_____________________________________________________

ვინაიდან თქვენს ცხოვრებაში უკვე შეიტანეთ პოზიტიური ცვლილებები, ახლა შეგიძლიათ ეს რჩევები მეგობრებსაც გაუზიაროთ!

1) ოდესმე გიცდიათ თქვენს რაფაზე მწვანილების მოყვანა? – სცადეთ და მოაწყვეთ მინი-ბოსტანი თქვენს აივანზე ან სამზარეულოს რაფაზე.

2) ვინაიდან ზაფხული კარს მოგვადგა, გადაახარისხეთ თქვენი ტანსაცმელი და ნივთები. კარგად დაფიქრდით რა გჭირდებათ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ახალი სეზონისთვის ყველაფერი საკმარისად გაქვთ.

3) თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ იმ ეკოლოგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც თქვენს ღირებულებებს იზიარებენ. ეს მათ დაეხმარება, უკეთ იმუშაონ ჩვენი გარემოს დასაცავად.

_____________________________________________________

გთავაზობთ 4 საგანს, რაც შეგიძლიათ შეამციროთ და გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო ეკო-მეგობრული:

1) ეცადეთ ნაკლები საკვების ნარჩენი გადაყაროთ – წინასწარ დაგეგმეთ თქვენი კერძები, წადით საყიდლებზე განსაზღვრული სიით, გაუზიარეთ ის საკვები რაც მოგრჩებათ მათ, ვისაც სჭირდებათ, ან შეინახეთ საყინულეში მომავლისთვის. ასევე შეგიძლიათ საკვები ნარჩენების კომპოსტირება დაიწყოთ.

2) არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნივთები – საწრუპები, ბუშტები, პლასტიკის ან ქაღალდის ერთჯერადი ჭიქები, კოვზები, ჩანგლები და თეფშები და ა.შ. მოიხმარეთ ისეთი ნივთები, რომელსაც გამოყენების შემდეგ გარეცხავთ.

3) შეამცირეთ პლასტიკის შესაფუთი მასალა – იშოპინგეთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით, იყიდეთ ასაწონი პროდუქცია თქვენსავე კონტეინერებში, მიმართეთ პატარა მაღაზიებს ან ბაზარს, სადაც ადგილობრივი პროდუქტი იყიდება და ბევრ შესაფუთ მასალას არ იყენებენ.

4) შეამცირეთ თქვენი ტანსაცმლის მოხმარება – იყიდეთი ეთიკურად დამზადებული, ადგილობრივი და კარგი ხარისხის ტანსაცმელი, რაც უფრო დიდხანს გაძლებს და არ მოგიწევთ ხშირად ახლის ყიდვა. იყიდეთ მხოლოდ ის რაც გჭირდებათ, და ასე არა მხოლოდ გარემოს, ასევე თქვენს ფინანსებსაც გაუფრთხილდებით!

_____________________________________________________

აღნიშნავთ ხოლმე გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს? ასი ათასობით კომპანია, ორგანიზაცია და ადამიანი წელს კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს კამპანიისთვის #forNature.

მიჰყევით ჩვენს ყოველდღიურ რჩევებს და თქვენ ხელს შეუწყობთ ყველასთვის ძვირფასი საცხოვრებელი გარემოს დაცვას.

დღეს გიწვევთ, რომ აარჩიოთ 5 რამ, რაც შეგიძლიათ საკუთარი თავისთვის გააკეთოთ. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება იწყება თქვენით, და როცა თქვენ თავს კარგად გრძნობთ, კარგ საქმესაც აკეთებთ. ეს 5 იდეა უფასოა და გარემოს დაცვასაც უწყობს ხელს!

1) ითხოვეთ წიგნი ბიბლიოთეკიდან ან მეგობრისგან, და მიიღეთ სიამოვნება კითხვით.
2) მოამზადეთ საჭმელი სახლში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.
3) გაისეირნეთ თქვენს სამეზობლოში, აღმოაჩინეთ ახალი ადგილები.
4) სცადეთ მედიტაცია – ეს კონცენტრაციაში და პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
5) იმღერეთ და იცეკვეთ – ეს მაინც დიდ სიამოვნებას მოგიტანთ, მიუხედავად იმისა, როგორ გამოგივათ.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace