ერასმუს + ის გაცვლითი პროექტი სომხეთში

დამატების თარიღი: 16 October 2018 / 15:58

For English continue reading… 2018 წლის 6-14 ოქტომბერი„ იყავი აქტიური, იცხოვრე ჯანსაღად, შემოგვიერთდი“ (Get Active, Get Healthy, Get Involved), – ასე ჰქვია საერთაშორისო პროექტს, რომელშიც საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა – SKYE კლუბის მოხალისე ლიდერები მონაწილეობდნენ. პროექტი სომხეთში ჩატარდა. მისი ძირითადი თემატიკა შეეხებოდა ახალგაზრდულ საქმიანობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, აქტიურ მოქალაქეობას, ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას მათთან დაკავშირებულ პროცესებში, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის და კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას. მასში საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ ახალგაზრდები მაკედონიიდან, ირლანდიიდან, სომხეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან. პროექტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო როგორც თემატური ტრენინგებით, ისე სხვადასხვა ჯგუფური და სახალისო აქტივობებით. ახალგაზრდული პროექტი განხორციელდა Erasmus + პროგრამის ფარგლებში, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირს“ (CaYneX) შორის თანამშრომლობით. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდულ საქმიანობაში მუდმივად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ახორციელებენ მოხალისეობრივად, ანაზღაურების გარეშე. ცენტრი მუდმივად ცდილობს მოხალისეებს არა მხოლოდ შეუქმნას შესაბამისი პირობები, არამედ ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და წახალისებაზე. #SKYკლუბი #მოხალისე #დანაშაულისპრევენციისცენტრი

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace