ერასმუს + ის პროექტი “იყავი ბედნიერი 3.0 სომხეთში

დამატების თარიღი: 12 September 2018 / 15:30

„კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ პარტნიორობით ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ერასმუს + მიერ ორგანიზებულ პროექტში „Be Happy – 3.0”. პროექტი ჩატარდა სომხეთში კერძოდ კი სტეფანავანში და მიმდინარეობდა 05.09.2018-დან 11.09.2018-ის ჩათვლით. მასში მონაწილეობა მიიღო ექვსი ქვეყნის დელეგაციამ ესენია: სომხეთი, ბელგია, საქართველო, გერმანია, იტალია და უკრაინა. ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მონაწილეობდა 30-მდე ახალგაზრდა ლიდერი. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ „ბედნიერების“ ცნებების განხილვა და სხვადასხვა კონცეფციების შემუშავება, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სოციალური თვალსაზრისით. პროგრამა დაფუძნებული იყო სამოქალაქო და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე, კონკრეტულად ჩატარდა ტრენინგები იოგას, სოციალური ცეკვის, ლურჯი ზონების შესახებ, მონაწილეები ასევე ესტუმრნენ სტეფანავანის მუზეუმს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ერევანი და უკეთესად გაეცნოთ ადგილობრივი კულტურა.

ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდის ორგანიზაციას „UniGrowth Development Center” თანამშრომლობისათვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace