ერასმუს + ის წინასწარი შეხვედრა თბილისში

დამატების თარიღი: 14 September 2017 / 17:53

2017 წლის 11-14 სექტემბერს, თბილისში „კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა“და „მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა“ გამართა წინასწარი დაგეგმვითი შეხვედრა ერასმუს+ ის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ორგანიზაციის ჯგუფის ლიდერები საქართველოდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან დაესწრნენ აღნიშნულ შეხვედრას. გაცვლითი პროექტი “ერთად ჯანსაღი ცხოვრებისკენ“ (Together for Healthy lifestyle) გაიმართება 22-29 ოქტომბერს საქართველოში, ბაკურიანში, რომელსაც 35 ახალგაზრდა დაესწრება.


ჯგუფის ლიდერებმა განიხილეს პროექტის დეტალები, აქტივობები, ტრანსპორტირებისა და სხვადასხა ლოჯისტიკური საკითხები. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის ნაციონალური სააგენტო. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Caucasus Youth Nexus (Georgia), Invento (Moldova), Jubuk (Germany), Changelog Foundation (Ukraine) Fajna (Poland) Studenten Entwicklungsgesellschaft Österreich (Austria) Agenzia di Promozione Integrata per I Cittadini in Europa (Italy).

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace