ერასმუს+ KA2 პროექტის საბოლოო ეტაპი “One Step Ahead” მოლდოვაში

დამატების თარიღი: 17 March 2020 / 14:37

10 მარტს დავიწყეთ ერასმუს + KA2 პროექტის საბოლოო ეტაპი “One Step Ahead” მოლდოვაში, კერძოდ კი ქალაქ კიშინოვში. სამუშაო დღეების განმავლობაში პროექტში მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველოდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან იმუშავეს სასწავლო ბროშურისა და საკანონმდებლო რეკომენდაციების საბოლოო ფორმატის შექმნაზე.
პროექტის მეორე დღეს ვესტუმრეთ ადგილობრივ სოციალურ საწარმოს, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასაქმებას. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვენახულებინა მათი სამუშაო სივრცე, შეგვეძინა ადგილობრივი პროდუქტები და გვესაუბრა მოცემული სოციალური საწარმოს დამფუძნებელთან. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია არსებული გამოწვევების შესახებ რომელიც არსებობს სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ცხოვრებაში, რა ქმედითი ნაბიჯები შესაძლოა გადაიდგას მათთვის შექმნილი პირობების გამოსასწორებლად და როგორ შევთავაზოთ მათ სამუშაო ადგილები ახალი სოციალური საწარმოების დაარსებით.
გვსურს, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მოლდოველი პარტნიორი ორგანიზაციის “Invento” წარმომადგენლებსა და პროექტის მონაწილეებს ნაყოფიერი სამუშაო დღეებისათვის!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace