კავკასიის ახალგაზრდული კავშირი 3 წლისაა

დამატების თარიღი: 18 February 2016 / 15:47

2016 წლის 17 თებერვალს ,,კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა’’ სამი წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ორგანიზაციის თანამშრომლებსა და სტაჟიორებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ და ერთვებოდნენ ჩატარებულ აქტივობებში. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტბს ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში და გახდნენ ორგანიზაციის წევრები. ამავე დღეს საზეიმო ვითარებაში გაიმართა სტაჟიორთა დაჯილდოება, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი  მადლობას უხდის ყველა სტაჟიორს თანამშრომლობისთვის და უსურვებს მათ წარმატებებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace