მსოფლიოს დასუფთავების დღე

დამატების თარიღი: 22 September 2019 / 15:41

21 სექტემბერს მთელ მსოფლიოში ჩატარდა დასუფთავების აქციები Let’s Do It World მოძრაობის ორგანიზებით. შემოგვიერთდა 179 ქვეყანა და ბოლო მონაცემებით 18,691,868 ადამიანი! საქართველოში მთავარი დასუფთავების აქტივობა რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავატარეთ და გაერთიანებული ძალებით შევაგროვეთ დაახლოებით 10 000 ლიტრი ნარჩენი. წელს საქართველოში მსოფლიოს დასუფთავების დღის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ SOCAR Georgia Petroleum და CENN / USAID WMTR II Program რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.❤️ Let’s Do It World მოძრაობა შეიქმნა ესტონეთში 2008 წელს, როდესაც 50000-მა ადამიანმა დაასუფთავა მთლიანი ქვეყანა 5 საათში. მას შემდეგ ქვეყნის დასუფთავების მოდელი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და წელს ყველაზე დიდ შედეგებს მიაღწია! ნარჩენების შეგროვება დღევანდელი მდგომარეობიდან გამოსავალი არ არის, თუმცა ის პირველი ნაბიჯია სუფთა მომავლისკენ. ♻️✅ Let’s Do It World – გლობალური მოძრაობა მხარს უჭერს და აკავშირებს ლიდერების ახალ თაობას მთელი მსოფლიოს გარშემო. მსოფლიო დასუფთავების დღის მიზანი არა მარტო ნარჩენების მოშორებაა, არამედ ცნობიერების ამაღლება გლობალური დათბობის სიმწვავის შესახებ, ნივთების მოხმარების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და კომპანიების, ორგანიზაციებისა და მთავრობების დარწმუნება, რომ გარემოს მდგრადი განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა ქვეყნის პრიორიტეტად იქცეს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace