მსოფლიოს დასუფთავების დღე 2020

დამატების თარიღი: 23 September 2020 / 18:02

2020 წლის მსოფლიოს დასუფთავების დღემ წარმატებით ჩაიარა!  ჩვენი გუნდი იმყოფებოდა კასპში, სადაც დღე დავიწყეთ ენერჯაიზერებით, თამაშებით, ვიქტორინით გარემოსდაცვით თემაზე.  ჩვენმა მოხალისეებმა მოირგეს Let’s Do It საქართველოს მაისურები და გავეშურეთ დასასუფთავებელი ლოკაციისკენ მდინარე ლეხურის მიმდებარედ.  დასუფთავების აქციის შემდეგ კი დღე დავასრულეთ ულამაზესი კედლის მოხატვით, რომელიც მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს ეხმიანება. კედელი მოიხატა მასტერფის საქართველოს პროექტის ფარგლებში “ACT – Artists Create Together”, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა Walls of Connection. მსოფლიოს დასუფთავების დღე არის Let’s Do It World-ის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც 180 ქვეყანა უერთდება, მათ შორის – საქართველო.  დიდი მადლობა მოხალისეებს, გუნდის წევრებს, მხატვარს @David Kelber  და კასპის მუნიციპალიტეტის მერია -ს ხელშეწყობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace