მშვიდობის კვირეულის დახურვა, ტრენინგები გორში

დამატების თარიღი: 23 September 2017 / 11:40

2017 წლის 22 სექტემბერს მასტერფის საქართველოს და კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები „ახალგაზრდული რეფლექსი“ ქალაქ გორში. ტრენინგები ახალგაზრდებისთვის მოიცავდა შემდეგ თემებს: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (sustainable development goals) და მათი მნიშვნელობა. ღონისძიებას 20–მდე ახალიგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოპებსა და პრეზენტაციებს. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის შიდა ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციას გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace