ტრენინგები ახალგაზრდული რეფლექსი თბილისში

დამატების თარიღი: 08 November 2017 / 11:33

2017 წლის 7 ნოემრბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, ქალაქ თბილისში პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები.

ღონისძიებას 15 ახალგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს.

პროექტ ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace