ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი Let`s Do It საქართველოს და საქართველოს მწვანეთა მოძრაობას შორის

დამატების თარიღი: 02 August 2018 / 15:32

2018 წლის 1 აგვისტოს Let`s Do It საქართველომ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველომ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ორგანიზაციის პრეზიდენტება გიორგი აზარიაშვილმა და ნინო ჩხობაძემ.

მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციების გამოცდილების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობა საქართველოს დასუფთავების კამპანიებში, ასევე სხვა მწვანე აქციებში და 2018 წლის 15 სექტემბრისთვის მსოფლიო დასუფთავების დღის ორგანიზება საქართველოში. გარდა 15 სექტემბრის, საქართველოს დასუფთავების დღისა ორგანიზაციები გეგმავენ სამომავლოდ ერთად ჩაატარონ სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

Let`s Do It საქართველო მადლობას უხდის მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს თანამშრომლობისთვის.

#ერთადდავასუფთაოთსაქართველო #საქართველონარჩენებისგარეშე

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace