ხეების დარგვის აქტივობა

დამატების თარიღი: 27 February 2018 / 22:26

2018 წლის 25 თებერვალს, „Rotary and Rotaract club Tbilisi International” – ის ინიციატივით, „მასტერფის საქართველოსა“ და „Let’s Do it Georgia”-სთან თანამშრომლობით, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის ტერიტორიაზე მოეწყო ხეების დარგვის ღონისძიება. მიმდებარე ტერიტორიაზე კლუბის წევრებმა დარგეს ხეები („ირმის რქა“ – http://gamwvaneba.ge/mcenareebi/31-lagerstroemiaindicarubra.html). ხეების დარგვის ღონისძიება მიძღვნილი იყო როტარის „Rise To Challenge – Leave your green mark this year” ინიციატივას, რომელიც ბუნების მოვლასა და გამწვანებას ეძღვნებოდა. აღნიშნულ გამოწვევას გამოეხმაურნენ კლუბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც კლუბის წევრები საკუთარ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად შეუერთდნენ აღნიშნულ ინიციატივას და საკუთარი წვლილი შეიტანეს პლანეტის გამწვანებაში.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace