ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის “Me, You, Us” დასასრული

დამატების თარიღი: 24 May 2019 / 18:31

2019 წლის 7 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით ორგანიზაციების: “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub” და “Student Association for Intercultural Learning” თანამშრომლობით ბაკურიანში ჩატარდა ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Me, You, Us”.

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ერასმუს + პროგრამის ფარგლებში. ზემოთ აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა: ახალგაზრდებს შორის კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტარათაშორისი დიალოგის წახალისება ისევე როგორც თავად ახალგაზრდების გააქტიურება.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, პოლონეთის, გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ ისეთი ღირშესანიშნაობები როგორებიცაა: ვარძია, ხერთვისი, რაბათი. ისინი ასევე გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და სხვადასხვა კულტურულ თავისებურებებს. საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს წარმატებული და ნაყოფიერი პროექტისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace