ახალგაზრდული კონფერენცია – #დარჩი

დამატების თარიღი: 17 June 2019 / 19:07

15 ივნისს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub”-ის თანამშრომლობით პროექტის “ACT” ფარგლებში “მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯში” ჩატარდა კონფერენცია სახელად #დარჩი.

კონფერენციას ჰქონდა საინიციატივო სახე, რომლის ძირითადი თემატიკაც გახლდათ შიდა და გარე მიგრაცია, ისევე როგორც მაღალკვალიფიციური კადრებისა და ეგრეთწოდებული ტვინების გადინება.

პროექტი “Creative Twinning – ACT!” მიმდინარეობს გასული წლის ოქტომბრიდან. ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში არსებობს ოთხი ძირითადი მიმართულება: Walls of Connection, Digital Storytelling, Concerts and Conferences. მოცემული დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა 10 Digital Storytelling აქტივობა, მოგვეხატა ორი კედელი ქალაქ ხაშურსა და ქალაქ მარნეულში, აღგვენიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო კონცერტის სახით და საბოლოოდ კი ჩაგვეტარებინა პირველი კონფერენცია მიგრაციის თემატიკაზე.

კონფერენცია “დარჩი”-ს ძირითად მიზანს წარმოადგენდა:
1) ახალგაზრდებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება
2) ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ტვინის გადინება და მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაცია
3) ახალგაზრდების გაძლიერება სხვადასხვა ინსტრუმენტებით, იქნება ეს სოციალური მეწარმეობა, არაფორმალური განათლება, ახალგაზრდული აქტივიზმი თუ სხვა
4) რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები და მომხსენებლები წარმოადგენდნენ ისეთ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო აპარატებს როგორებიცაა: მარნეულის მუნიციპალიტეტი, რუსთავის სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი, ჰოლანდიის საელჩო, სახალხო დამცველის აპარატი, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, თბს ბანკი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, USAID Georgia, Proactive Georgia და სხვა.

კონფერენციის ფარგლებში მიმოხილული პრობლემები და შემუშავებული სტრატეგიები აუცილებლად დაგვეხმარება სამომავლოდ დავისახოთ კონკრეტული მიზნები და იდეები, რომლებსაც თქვენი დახმარების წყალობით წარმატებულად განვახორციელებთ.

“კავკასიის ახალგაზრდული კავშირი” და “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub” მადლობას უხდით თითოეულ მომხსენებელსა და დამსწრეს ჩართულობისა და დაინტერებისათვის. აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ “მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯს”, რომელმაც მასპინძლობა გაუწია ჩვენს მიერ ჩატარებულ კონფერენციას!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace