ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 – ტრენინგი ხაშურში

დამატების თარიღი: 03 June 2019 / 16:25

31 მაისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, პროექტი ნაბიჯი წინ და „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0″-ის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. პროექტს საერთო ჯამში 32 ახალგაზრდა დაესწრო. ტრენინგის თეატიკა იყო შემდეგი:
• პროექტის „ნაბიჯი წინ“ გაცნობა;
• სოციალური მეწარმეობა და ახალგაზრდების ჩართულობა;
• Erasmus+ ის და European Solidarity Corps ის გაცნობა;
• აპლიკაცია SAVER ის გაცნობა და მიზნები;
• ადამიანის უფლებები;
• ძალადობა და მისი გამომწვევი მიზეზები;

პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ის მიზანია: 1) ახალგაზრდების სამართლებრივი გაძლიერებით, აქტივიზმით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა. 2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა. პროექტის „ნაბიჯი წინ“ მიზანია: ხელი შევუწყოთ მონაწილე ორგანიზაციების, მათი წარმომადგენელ ახალგაზრდების გაძლიერებას, სოციალური მეწარმეობის თემის შესწავლას და საკუთარი სოციალური საწარმოების გახსნას, რასაც მოყვება ლოკალურ დონეზე ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმებას. შეხვედრის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების ინფორმირება ახალგაზრდულ პროექტებთან დაკავშირებით და მათი არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმართველობას თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace