გენდერული თანასწორობის ქრონიკები საქართველოში

დამატების თარიღი: 18 February 2021 / 21:38

   გიბრუნდებით ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი online სამიტით.
   28 თებერვალს, საღამოს 7 საათზე ვისაუბრებთ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოში.
აქტივობის ფარგლებში მოწვეულ სპიკერებთან ერთად განვიხილავთ თუ რა პრობლემების წინაშე უწევთ დგომა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ გოგონებს, რა კულტურული და სოციალური ბარიერები არსებობს ქვეყანაში და რა გავლენა აქვთ მათ ახალგაზრდების თავისუფალ განვითარებასა და რეალიზაციაზე.
   აღნიშნული აქტივობა ხორციელდება „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა“ და „მასტერფის საქართველოს“ თანამშრომლობით, პროექტის „ACT” ფარგლებში. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს დამაკავშირებელი კედლები, რომლის კონცეფციაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემატიკაზე გრაფიტის დახატვას გულისხმობს.
   ჩვენ უკვე მოვხატეთ კედლები: მარნეულში, ხაშურში, გორში, სურამში, წითელსოფელში, ბაკურიანსა და თეთრიწყაროში.
   აღსანიშნავია, რომ აქტივობის პარალელურად მოწვეული ქართველი მხატვარი @David Kelberashvili იმუშავებს პოსტერზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი განხილვის თემატიკასთან.
რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/HZzW8iwQCt68w1FS9
აქტივობის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace