დამაკავშირებელი კედლები ხაშურში პროექტი – ACT!

დამატების თარიღი: 04 May 2019 / 17:59

3 მაისს, “მასტერფის საქართველოს” ორგანიზებით მოიხატა პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია ხაშურში! საორგანიზაციო პროცესში ჩართულები იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებდონენ მთელი დღის განმავლობაში. კედელი მოიხატა “მასტერფის საქართველოს” პროექტის “Act” ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოთხ სხვადასხვა მიმართულებას, ესენია: Walls of Connection, Storytelling, Concerts and Conferences. Walls of Connectionგულისხმობს სოციალურ თემატიკაზე ადგილობრივი თემისთვის მორგებული გრაფიტის შექმნას, რომელიც მოშლის არსებულ სოციალურ ბარიერებს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა არტისტების წახალისება, გააქტიურება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება პრობლემური საკითხების შესახებ. ჩვენს მიერ მოხატული კედლის მთავარ იდეას კი წარმოადგენს ახალგაზრდების წახალისება და მათი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის გაზრდა! აღსანიშნავია, რომ კედლის მოხატვაში დაახლოვებით 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად არსებული უამინდობისა მიღებული შედეგით ყველანი კმაყოფილები დავრჩით! მასტერფის საქართველოს საორგანიზაციო ჯგუფი განსაკუთრებულ მადლობას უხდის არტისტ – თორნიკე მელიქიძეს იგივე Jokonda-ს შესრულებული სამუშაოსთვის!

გვსურს ასევე მადლობა გადავუხადოთ ხაშურის მუნიციპალიტეტს გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace