ერასმუს+ ის პროექტი ხორვატიაში

დამატების თარიღი: 15 September 2021 / 20:25

7-14 სექტემბერს ერასმუს + ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Food 4Good” ჩატარდა ტროგირში, ხორვატია.
სხვადასხვა აქტივობებმა, ვორქშოპებმა და კულინარიამ დაახლოვა ერთმანეთან 42 ახალგაზრდა რუმინეთიდან,
ესპანეთიდან, საქართველოდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
პროექტის მიზანი იყო მონაწილეებს აღმოეჩინათ სხვადასხვა ქვეყნის
კულინარია, ეპოვათ განსხვავება თუ საერთო სხვა კულტურების კულინარიის
მიმართ არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების გამოყენებით.
ასევე:
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
  • პასუხისმგებლობის ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის კუთხით.
  • სხვა კულტურების მიმართ შემწყნარებლობის და გაგების გაზრდა.
  • კულინარიის უნარების შესწავლა ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად.
ყოველდღიურად მონაწილეები თავად ამზადებდნენ სხვადასხვა კერძებს-
სწრაფი და ჯანსაღი საკვები, რომელიც შთაგონებული იყო სხვადასხვა
ტრადიციული კერძებით. პროექტის ფარგლებში გამოიცა კულინარიის წიგნი,
რისი დახმარებითაც ყველას შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების კერძების
მომზადების რეცეპტებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სითი გეიმი, რაცკარგი შესაძლებლობა იყო მონაწილეებისთვის გაეცნოთ ქალაქი და ხორვატია,გაეგოთ მეტი ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ ისტორიასა და ტრადიციებზე.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ორგანიზატორებს (LUMEN)
გაწეული შრომისთვის და განაგრძობს სამომავლო პარტნიორობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace