ერასმუს+ ის ტრენინგ კურსი ბაკურიანში

დამატების თარიღი: 29 November 2021 / 14:24

Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში, 22-29 ნოემბერს ბაკურიანში განხორციელდა სასწავლო ტრენინგი “Digital Storytelling for Youth Inclusion”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან,თურქეთიდან,მოლდოვიდან, ბელარუსიდან და სომხეთიდან.
არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ციფრული სთორითელინგის (ბერკლის მეთოდის) შესწავლას, ევროპელ ახალგაზრდათა დაახლოებას ისტორიების გაზიარებით და ამ მეთოდის სამომავლო გამოყენების წახალისებას.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენდა ინდივიდუალური ვიდეოების შექმნა მონაწილეების პირადი გამოცდილების, ისტორიის შესახებ. ამ მიმართულებით ჩატარდა არაერთი საინტერესო აქტივობა, ჩამოყალიბდა ტოლერანტული გარემო და გაიზარდა ახალგაზრდებს შორის სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.
კვირის ბოლოს, პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს კლდეში ნაკვეთი მონასტერი- ვარძია, ხერთვისის და რაბათის ციხე-სიმაგრეები.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace