ერასმუს+ პროექტი სომხეთში

დამატების თარიღი: 07 November 2018 / 23:38

21-29 სექტემბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს“ დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის ქალაქ ვაიკში ერასმუს+ის საერთაშორისო გაცვლით პროექტში “CommunART”, რომელშიც მონაწილეობდა 24 ახალგაზრდა საქართველოდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან. პროექტი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ხელოვნება, მისი, როგორც საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება და თვითგამოხატვა. პროექტის განმავლობაში მონაწილეები ჩართული იყვნენ ლენდ არტში, სოციალურ ცეკვასა (social dance) და კოლაჟების შექმნაში. პროგრამა ასევე მოიცავდა ექსკურსიებს ჯერმუკში, არენსა და ნორავანკში. ამასთან, მონაწილეებს საშუალება მიეცათ 60-მდე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის გაეზიარებინათ კოლაჟების შექმნის ტექნიკები და მოეწყოთ ერთად დამზადებული ნიმუშების გამოფენა, რაც საინტერესო გამოწვევა და სასარგებლო გამოცდილება იყო. პროექტმა მოიცვა უამრავი სახალისო და საინფორმაციო აქტივობა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace