ვაკანსია

დამატების თარიღი: 27 April 2021 / 00:11

ორგანიზაცია let’s do it georgia პროექტ “არ დააგდო აქ ჩააგდე” ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

დეტალური ინფორმაცია:

სამუშაოს ხანგრძლივობა 30 საათი კვირაში ( მოქნილი გრაფიკი)
ანაზღაურება – 500 ლარი ( ხელზე, საშემოსავლოს და საპენსიო გადასახადის გარეშე)

სამუშაოს აღწერა:

აწყობილი სიგარეტის ნამწვის ჩასაყრელი ყუთების განთავსება და კოორდინაცი;
სარეკლამო მასალების დაბეჭდვა;
საჭიროების მიხედვით ტრანსპორტის საკითხის მოგვარება;
ყუთების ტექნიკოსთან კომუნიკაცია დაზიანების, გაფუჭების, ვანდალიზმის შემთხვევაში;
კომუნიკაცია ყუთების ამწყობ კომპანიასთან და პროექტის ასისტენთან;
საოფისე საქმიანობის შეთავსება. (კვირაში 3 საათი)
გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე

რას გთავაზობთ ჩვენ:

1. კარიერულ ზრდასა და გამოცდილებას ორგანიზაციის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით;
2. საერთაშორისო ტრენინგებზე, კონფერენციებზე, შეხვედრებზე გაგზავნას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
3. საქართველოში ადგილობრივ პროექტებზე მონაწილეობის მიღებას;
4. Let’s Do It გლობალური ქსელის ერთიან და მეგობრულ გარემოში ჩართვას;
5. შესაბამისი გამოცდილებით ორგანიზაციის სხვა მიმდინარე პროექტებში დასაქმებას;
6. შესაძლებლობას, რომ თქვენი კონტრიბუცია შეიტანოთ გარემოსდაცვით სფეროში

დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გთხოვთ გამოაგზავნოთ მეილზე : projectsletsdoit@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 მაისი.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace