კვლევის პრეზენტაცია და “ახალგაზრდული რეფლექსის” ტრენინგები რუსთავში

დამატების თარიღი: 03 July 2017 / 20:55

2017 წლის 1 ივლისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ადვოკატირება, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მონაწილეები რუსთავის სხვადასხვა სკოლებიდან, ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა მცირე ჯგუფებში მუშაობასაც. პროექტი ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება.

ტრენინგი დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად რუსთავის მაჟორიტარის აპარატის წარმომადგელები და თავისუფალ მოაზროვნებათა კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კავკასიის ახალგაზრდული კავშრი მადლობას უხდის თავისუფალ მოაზროვნებათა კლუბს გაწეული დახმარებისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace