მასტერფის საქართველოს სამუშაო შეხვედრა

დამატების თარიღი: 20 September 2017 / 20:44

2017 წლის 20 სექტემბერს მშვიდობის კვირეულის ფარგლებში მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისისა და კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით მოეწყო ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა გასული წლის პროექტები, აქტივობები და მოხდა მათი შეფასება. შეხვედრის მეორე ნაწილში სამუშაო ჯგუფმა განიხილა და შეიმუშავა. სამომავლო სამოქმედო გეგმა 2018 წლისთვის. შეიქმნა ოთხი დარგობრივი ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული მიმართულებებით: ეკოლოგიური პრობლემები და გარემოს დაცვა, ადგილობრივი პროექტები და დონორებთან თანამშრომლობა, რეგიონული და საერთაშორისო პროექტები და სოციალური მეწარმეობა. ამასთანავე აქცენტი გაკეთდება სოციალური ჩართულობის წახალისებაზე და საზოგადოებაში ინტერ-კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების დაახლოებას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace