ნინო კოშორიძე ჩვენი პროექტის შესახებ

დამატების თარიღი: 27 August 2019 / 17:02

5-11 აგვისტოს ქალაქ ბაკურიანში მონაწილეობა მივიდე პროექტში, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და შვედი ახალგაზრდები. პროექტის განმავლობაში გავიხსენე უამრავი მოგონება და ვიფიქრე იმაზე, თუ როგორ გავხდი ის ადამიანი ვინც ვარ. ასევე სხვადასხვა აქტივობებისა და ტრენინგების შემდეგ გადავიღე ვიდეო ჩემს ისტორიაზე, რაც ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი პროცესი იყო. მონაწილეები ვუზიარებდით ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს. ძალიან მომეწონა ვიდეოს მონტაჟის პროცესი. მიუხედავად პირველი შიშისა თუ როგორი იქნებოდა ხმა, ვიპოვიდი თუ არა შესაფერის კადრებს ან თუ მოეწონებოდათ ჩემი ისტორია სხვებს, საბოლოოდ ყველაფერი ძალიან პოზიტიურად და ემოციურად დასრულდა. ამ გამოცდილებასთან ერთად შევიძინე რამოდენიმე საოცარი და საინტერესო მეგობარი , ვისთანაც უკვე მაკავშირებს ლამაზი მოგონებები.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace