პროქეტი “Tell Me About You”

დამატების თარიღი: 22 November 2019 / 15:04

5-14 ნოემბერს ჩვენი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ Upstream Stories_ის მიერ ორგანიზებულ პროქეტში Tell me about you.
Tell me about you არის 3 ეტაპიანი პროექტი, რომლის პირველი ნაწილი-ტრენინგი ჩატარდა დანიაში. მეორე ეტაპი ითვალისწინებს ადგილობრივი ვორქშოფის ჩატარებას. ხოლო მესამე ეტაპი იქნება შემაჯამებელი შეხვედრა მოლდოვაში.
გთავაზობთ ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს:
“გამარჯობა, მე ლიკა ვარ და მინდა მოგიყვეთ ჩემი დანიურ თავგადასავალის შესახებ.
ნოემრის დასაწყისში დავესწარი ტრენინგს Tell me about you. პროექტის ფარგლებში შევხვდი ძალიან ბევრ საინტერესო ადამინას, რომელმაც გამიზიარა საკუთარი ისტორია. ეს იყო ჩემი პირველი პროექტი digital storytelling_ის მიმართულებით და მინდა ავღნიშნო, რომ ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება ჩემთვის.
ტრენინგზე გავეცანი Digital storytelling_ის მეთოდს და გავაკეთე საკუთარი ვიდეო. ახლო მომავალში კი ვგეგმავ, რომ გავაკეთო ვორქშოპი საქართველოში, სადაც დეტალურად გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას. რომლის შესახებაც უფრო მეტ ინფორმაციას სულ მალე მოგაწვდით.
ამიტომ არ გემშვიდობებით, დროებით
შევხვდებით Digital Storytelling_ის ვორქშოფზე.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace