სამუშაო შეხვედრა ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებში

დამატების თარიღი: 27 July 2018 / 13:40

2018 წლის 25 ივლისს „კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხაშურისა და გორის  მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებთან პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0-ის“ ფარგლებში. შეხვედრისას მხარეებმა დასახეს სამოქმედო გეგმა და განიხილეს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, რაც მოიცავს ახალგაზრდა ლიდერების შერჩევას, საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას და ახალგაზრდების ჩართულობა-აქტივიზმის წახალისებას; პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო ღონისძიებების, სამოქალაქო აქტივიზმის და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების კომპონენტებს.
პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“ მიზნებია შერჩეულ მუნიციპალიტეტებში, ხაშურში, გორში და მარნეულში:
1) ახალგაზრდული აქტივიზმით და ჩართულობით, მსუბუქ ნარკოდანაშაულსა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, დახმარება და აღმოფხვრა.
2) ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და ნდობის დამყარება/აღდგენა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მადლობას უხდიან გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტში ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace