სწავლა რუმინეთში

poster

მოგესალმებით

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი (http://www.caynex.ge/ ) რუმინულ არასამთავრობო ორგანიზაცია CDI Romenia -სთან (https://www.facebook.com/jciromania ) ერთად გთავაზობთ ახალ შესაძლებლობებს, რუმინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლას ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუმინულ ენებზე.

სწავლა შესაძლებელია როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

ამასთან შესაძლებელია მინიმუმ 1 წლიანი გაცვლითი პროექტების ორგანიზება და შესაბამისი რუმინეთში სწავლის დამადასტურებელი დიპლომის მიღება.

არ არის სავალდებულო ინგლისური, ან სხვა რომელიმე ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა.

სახელმწიფო უნივერსიტეტები რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ:
1. Babes Bolyai University
2. West University of Timisoara
3. Politehnica University of Timisoara
4. Victor Babes University of Medicine and Pharmacy Timisoara
5. University of Bucharest
6. The Bucharest University of Economic Studies
7. Constanta Maritime University
8. Ovidius University of Constanta
9. Grigore T.Popa University of Medicine and Pharmacy
10. Gheorghe Asachi Politehnica University
აღნიშნულ უნივერსიტეტებში შესაძლებელია სწავლა შემდეგ ფაკულტეტებზე:
Babes Bolyai University
1. მათემატიკა და კომპიუტერული მეცნირებები
2. ისტორია და ფილოსოფია
3. ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერება
4. ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება
5. ბიზნესი
6. პოლიტიკის მეცნიერებები
West University of Timisoara
1. ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება
2. მათემატიკური მეცნიერებები
3. ინფორმატიკის ფაკულტეტი
4. პოლიტიკის მეცნიერებები
5. მუსიკა და ხელოვნება
6. კომუნიკაციის ფაკულტეტი
Politehnica University of Timisoara
1. კომპიუტერული მეცნიერებები და IT
2. გარემოს ინჟნერია
3. ინჟინერია
4. ელექტრონიკა და ტელეკომუნიკაციები
5. მექანიკა
Constanta Maritime University
1. ნავიგაცია და საზღვაო ტრანსპორტი
2. საზღვაო ელექტროტექნოლოგიები
Ovidius University of Constanta
Grigore T.Popa University of Medicine and Pharmacy
1. მედიცინა

რატომ ვისწავლოთ რუმინეთში?
• რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და გაიცემა დიპლომი, რომელსაც ევროკაშვირის ყველა ქვეყანაში აქვს ძალა.
• განათლების ხარისხი არის მაღალი და ევროკავშირის სტანდარტებზე დაფუძნებული.
• ევროპულ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით სწავლის საფასური არის დაბალი, ამასთან სახლის ან საერთო საცხოვრებელის, კვების თანხები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოში.
• ყველა სასურველ ფაკულტეტზე შესაძლებელია ინგლისურ ენაზე სწავლა.
• რუმინეთის უნივერსიტეტები აძლევს სტუდენტს შესაძლებლობას, სწავლასთან ერთად გაიარონ პრაქტიკები, სტაჟირებები შესაბამის დაწესებულებებში.
• გარდა სწავლისა შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ უძველესი ციხესიმაგრეები, ისტორიული ძეგლები და შეისწავლოთ რუმინული კულტურა, ენა.

სწავლის საფასურები შესაბამის ფაკულტეტებზე:
ბიზნესი და ეკონომიკა – 1900-2100 ევრო
პოლიტიკის მეცნირებები – 1900-2100 ევრო
სოციოლოგია და ფსიქოლოგია – 1900-2100 ევრო
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები – 1900-2500 ევრო
არქიტექტურა – 3300-3500 ევრო
მედიცინა – 3800-4000 ევრო
ტექტიკური მეცნიერებები, აგრონომია – 2300-2500 ევრო

მომსახურების საფასური : – 250 ევრო, რომელშიც შედის დოკუმენტების მომზადება, დაკავშირება უნივერსიტეტებთან, ვიზებზე დახმარება, რუმინეთში კოორდინატორისა და სხვა სავალდებულო საქმიანობის ორგანიზება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

caucasusyouthnexus@gmail.com
https://www.facebook.com/CaucasusYouthNexus

პასუხს მიიღებთ უახლოესი 24 საათის განმავლობაში

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace