ტრენინგები “განათლება უკეთესი მომავლისთვის” ხაშურში

დამატების თარიღი: 29 June 2016 / 12:48

2016 წლის 28 ივნისს უცხოელ სტუდენტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრმა ხაშურში ჩაატარა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის- ,,განათლება უკეთესი მომავლისთვის’’. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასრულებულია, ახალგაზრდების მხრიდან დიდი აქტიურობა დაფიქსირდა, შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები. ტრენინგის მთავარი თემები იყო: სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა, აქტიური მოქალაქეობა, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა, განათლების როლი უკეთესი მომვალის მშენებლობაში. ამ თემებთან დაკავშირებით გაიმართა საინტერესო დისკუსია, მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ნიგერიელი სტუდენტის პრეზენტაციას, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა თავისი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ღირსშესანიშნაობების შესახებ და პასუხი გასცა აუდიტორიაში დასმულ ყველა შეკითხვას.
ტრენინგს თან ახლდა სხვადასხვა ენერჯაიზერები, რომლებიც ეხმარებოდა მონაწილეებს შეხვედრა საიტერესოსთან ერთად სახალისოც ყოფილიყო.
დასასრულს სკოლის მოსწავლეებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ დეტალურ ინფორმაციას Erasmus + ისა და EVS-ის შესახებ, რაც მათ მომავალში მისცემს შანსს აქტირუად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
ცენტრი მადლობას უხდის ხაშურის ახალგაზრდულ საკრებულოს გაწეული დახმარებისთვის და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace