ტრენინგი ახალგაზრდული რეფლექსი რუსთავში

დამატების თარიღი: 13 October 2017 / 14:14

2017 წლის 12 ოქტომბერს, “კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა” და “მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის” ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში პროექტ „ახალგაზრდული რეფლექსის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებები მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ლიდერობა, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობის საფუძვლები. ღონისძიებას 50 ახალგაზრდა ლიდერი და სკოლის მოსწავლე დაესწრო. ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას, ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს.

პროექტ ახალგაზრდული რეფლექსის მიზანია კვლევის გაცნობა და მის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების ჩართულობითა და გაძლიერებით ადგილობრივ დონეზე, რაც მათ თემში პოზიტიურ ცვლილების საწინდარი იქნება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო პოსტერები და სერთიფიკატები. ღონისძიება დაიწყო კვლევის შედეგების პრეზენტაციით, რომელსაც ახალგაზრდებთან ერთად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრს ღონისძიების თანაორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace