ტრენინგი ორგანიზაციის მართვასა და პროექტების მენეჯმენტში

დამატების თარიღი: 27 May 2019 / 15:33

24-25 მაისს “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub”-მა უმასპინძლა ტრენინგების კურსს “ორგანიზაციის მართვა და პროექტების მენეჯმენტი”, რომელიც ჩატარდა კომპანია “Centre for Training and Consultancy” მიერ! ტრენინგების კურსს კი ხელმძღვანელობდა გამოცდილი ტრენერი ქალბატონი თამარ ცირეკიძე

ტრენინგების კურსს ესწრებოდნენ: “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის”, “MasterPeace Eastern Partnership and Central Asia Regional Hub”-ის, “Rotaract Club of Tbilisi International”-ისა და “Let’s Do It Georgia!”-ს წარმომადგენლები და მოხალისეები.

ტრენინგის განმავლობაში განვიხილეთ პროექტი “ACT”, რომელიც გასული წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს “MasterPeace”-თან თანამშრომლობით. პროექტი “ACT” მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას, ესენია: Walls of Connection, Conferences, Concerts and Storytelling.

ტრენინგი თითოეული მონაწილისათვის საკმაოდ ნაყოფიერი და აუცილებელიც კი აღმოჩნდა, რადგან ჩვენ შევაფასეთ ჩვენი ძლიერი მხარეები, განვსაზღვრეთ ის საფრთხეები, რაც გარემო ფაქტორებისგან მომდინარეობს და რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებულად განხორციელებას. შევიმუშავეთ ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგვეხმარება ეფექტურად წარვმართოთ სამუშაო პროცესი და ჩვენს მიერ განსახორციელები პროექტები.

აუცილებელია ავღნიშნოთ, რომ ზემოთ ხსენებული ორი დღის განმავლობაში ათვისებული მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკები სამომავლოდ დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს სამუშაო გუნდს, რომელიც თანდათანობით გაცილებით უფრო მასშტაბურსა და პროდუქტიულ პროექტებს გპირდებათ!

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace