კიევის უსაფრთხოების ახალგაზრდული ფორუმი 2017

დამატების თარიღი: 13 February 2017 / 18:29

2017 წლის 9-10 თებერვალს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის პრეზიდენტი – გიორგი აზარიაშვილი  და მასტერფისის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი ლევან გორგაძე, იმყოფებოდნენ უკრაინის  უსაფრთხოების ახალგაზრდულ ფორუმზე, კიევში, – უკრაინა.

ფორუმის მიზანი იყო უკრაინა, ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის ქვეყნების ახალგაზრდების გააქტიურება და  ჩართულობა დემოკრატიის მშენებლობაში.

ფორუმს ესწრებოდა 100 ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც დაყოფილი იყვნენ 10-10 კაციან ჯგუფებად, გარდა მოწვეული სტუმრების გამოსვლების მოსმენისა და დისკუსიისა მუშაობდნენ ჯგუფებში სამ ძირითად თემატიკაზე : საერთაშორისო უსაფრთხოება, რეფორმაციისა და ტრანსფორმაციის პროცესი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.

ფორუმზე მოწვეული იყვნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები. უკრაინის ყოფილი პრემირ მინისტრი არსენ იაცენუკი, უკრაინის სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი იგორ ჟდანოვი ,  ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნატალი ანნ იარესკო, გერმანელი პოლიტიკოსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკუს მეკელი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დანილო ლუბკივსკი, უკრაინის გენერალური შტაბის ლეიტენანტი გენადი კოვალენკო, ასევე მოწვეული იყვნენ პროფესორები, ჟურნალისტები და ევროპელი ექსპერტები.

ფორუმის დასასრულს სიტყვთ გამოვიდა ღია საზოგადოება უკრაინის დირექტორი ტარას მიხალნუკი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიური მონაწილეობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace