ორგანიზაციის შესახებ

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი (CAUCASUS YOUTH NEXUS)

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი (CAUCASUS YOUTH NEXSUS) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ, წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაცია დაარსდა 2013 წლის 17 თებერვალს. ორგანიზაცია მრავალმხრივი მიმართულებით საქმიანობს, თუმცა პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპული ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელება, იმპლემენტაცია, პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა მხარდაჭერა.

„კავკასიის ახალგაზრდული კავშირის“ მიზნები:
1. ევროპული ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელება, იმპლემენტაცია;
2. სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
3. დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა;
4. კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა;
5. ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გავრცელება და საზოგადოებაში აღნიშნული ასპექტით ცნობიერების ამაღლება;
6. ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური, რელიგიური თუ სხვა ხასიათის უმცირესობების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა;
7. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტეგრაცია და განვითარება;
8. განათლების დონის ამაღლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
9. კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება;
10. სხვადასხვა სახის კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრის ხელშეწყობა;
11. ეროვნული კულტურული და სოციალური ღირებულებების ურთიერთგაზიარება და წინ წამოწევა;
12. პოლიტიკური კულტურის ამაღლება;
13. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

ორგანიზაციის მისიაა: ახალგაზრდებში განათლების დონის ამაღლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ეთნიკური, რასობრივი, სექსუალური, რელიგიური თუ სხვა ხასიათის უმცირესობების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაცია და განვითარება. ასევე თანამშრომლობა როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე ჩრდილოეთ კავკშიაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace