“Digital Storytelling” ვორქშოფი რუსთავში

დამატების თარიღი: 16 April 2019 / 14:46

შემდეგი Digital Storytelling-ის ვორქშოფი გუშინ, 15 აპრილს რუსთავში ჩავატარეთ!

ვორქშოფის განმავლობაში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს კრეატიულ აქტივობებში, რაც მათ დაეხმარა შემოქმედებითი უნარების მობილიზებაში და ციფრული ისტორიების გადაღებაში.

Digital Storytelling ჩვენი გრძელვადიანი პროექტის, Creative Twinning-ის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, გაძლიერებას და საზოგადოებაში ჩართვის ხელშეწყობას.

Digital Storytelling სწავლების ერთ-ერთი თანამედროვე და საინტერესო მიდგომა გახლავთ, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, თავიანთი ისტორია და გამოცდილება გაუზიარონ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ყველას მთელი მსოფლიოს გარშემო, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და კომპიუტერზე.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace