Erasmus+ პროექტი პოლონეთში “Every Pixel Tells a Story”

დამატების თარიღი: 01 December 2018 / 23:29

2018 წლის 16-24 ნოემბრის ჩათვლით, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის საქართველოს დელეგაცია დაესწრო , პორონინში, პოლონეთში ტრენინგ კურსებს „Every Pixel Tells a Story“ . პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ერასმუს + ის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მონაწილე ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენებით შეასწავლოს საკუთარი ისტორიის, ან მნიშვნელოვანი ამბის გადმოცემა ვიდეორგოლის შექმნის მეშვეობით. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ევროპის არაერთ ქვეყანაში მოწყვლადი გჯუფების გასაძლიერებლად და მათი პრობლემების გასაჯაროებლად. პროექტის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა 18 ახალგაზრდა უკრაინიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან, ბელარუსიიდან, დანიიდან და საქართველოდან. პროექტის სამუშაო დღეები დაეთმო მეთოდოლოგიის შესწავლას, სკრიფტის, სურათების და ვიდეორგოლის მომზადებას, რომელიც გაზიარდება სხვადასხვა საიტების და სოციალური არხების საშუალებით. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე ექსკურსია ქალაქ ზაკოპანაში, სადაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ღირსშესანიშნავობები, გაცნობოდნენ ქალაქის და რეგიონის ისტორიას. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის მასპინძელ ორგანიზაციას „Fundacja Autokreacja-ს თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace