Erasmus + ტრენინგ კურსი “განაგრძე წინსვლა – გახდი მეწარმე”

დამატების თარიღი: 30 November 2019 / 16:19

21-29 ნოემბერს ბაკურიანში კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით და ფრანგულ ორგანიზაცია Centre Interculturel du Développement-თან პარტნიორობით ჩატარდა Erasmus + ტრენინგ კურსი სოციალური მეწარმეობის შესახებ სახელად “განაგრძე წინსვლა – გახდი მეწარმე”. ტრენინგ კურსის ძირითადი თემა იყო სოციალური მეწარმეობა და ჯამში მონაწილეობა მიიღო 10 ქვეყნის ოცდაათმა წარმომადგენელმა. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა სოციალური მეწარმეობის შესახებ და ასევე გაეცნენ ბიზნესის მართვის საბაზისო პრინციპებს, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ საკუთარი ბიზნეს საქმიანობისას. გარდა პრაქტიკული და თეორიული სესიებისა, ყოველ საღამოს მონაწილეები აწყობდნენ თვით ორგანიზებულ ინტერ კულტურულ საღამოებს, რომელზეც ერთმანეთს აცნობდნენ საკუთარ ქვეყანას და კულტურას. კულტურული გაცვლის ფარგლებში ერთი დღით მონაწილეები ესტუმრნენ ბაკურიანთან ახლოს მდებარე ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და ყველა პარტნიორს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace