EuroCaravan-ის ფარგლებში შექმნილი ციფრული კამპანია YOUTH LAB

დამატების თარიღი: 20 December 2021 / 13:48

იმისთვის, რომ ახალი კვირა ახალი შემართებით დავიწყოთ, გიზიარებთ პროექტის “ინტერკულტურული ციფრული ქარავანის” ფარგლებში ჩვენი მონაწილეების მიერ შექნილ ციფრულ კამპანიას YOUTH LAB. დღევანდელი მათი პოსტი კი გვასწავლის როგორ მოვამზადოთ განწყობის კოქტეილი ანუ შევიქმნათ კარგი განწყობა ახალი, საინტერესო დღისთვის.
ჩვენ კი წარმატებულ კვირას გისურვებთ.
იხილეთ სტატია

 

როგორ შევიქმნათ სწავლის განწყობა?
”სასწავლო განწყობის შექმნასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. ალბათ, თითოეულ თქვენგანს მოგისმენიათ ამ თემის ირგვლივ საკმაოდ გავრცელებული შეხედულებები, რომ აუცილებლად უნდა მოიწესრიგოთ თქვენი სამუშაო მაგიდა, შეიძინოთ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთი და ა.შ.
მაგრამ თქვენი აზრით მაგიდის მოწესრიგება საკმარისია? ან თუ არ შეგიძლიათ საკანცელარიო ნივთების გაახლება, მაშინ ჩვენი პროდუქტიულობა უნდა დაეცეს?
 რა თქმა უნდა – ა რ ა.
მოდით სწავლის დაწყებამდე დავსვათ ჯადოსნური კითხვები – რატომ უნდა დავეუფლო ამ კონკრეტულს / რისთვის მჭირდება მისი შესწავლა / რა სარგებლობას მომიტანს ის…..
თუ არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისა, რომ ისწავლოთ ის ე.ი. განწყობა კი არ უნდა შეიქმნა, მის სწავლას უბრალოდ თავი უნდა დაანებო და შენი დრო სხვა მეტად მნიშვნელოვანის შესწავლას მოახმარო.
მაგრამ თუ მისი სწავლა გჭირდება იმისთვის, რომ კონკრეტულ მიზანს მიაღწიო, მაშინ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ამ მიზნამდე თქვენი სიზარმაცე ერთი ნაბიჯით უკან გხევთ.
სიზარმაცე – ქართული სიტყვაა და საქმის შიშს ნიშნავს.
გეზარება – როცა არ იცი რითი დაიწყო, როცა არ იცი რა მოჰყვება შენს ნაბიჯებს.
მთავარი პრობლემა სიზარმაცის დროს არის საქმის გაუაზრებლობა.
თუ იცით, რომ ეს საქმე თქვენ სამომავლოდ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეზარებათ, მაშინ აიღეთ ფურცელი ან ბლოკნოტი, რომელშიც ამ საქმის შესასრულებლად საჭირო ნაბიჯებს ჩამოწერთ მაქსიმალურად დეტალურად, მოიმარჯვეთ ფერადი მარკერი და დაიწყეთ შესრულებული საქმეების გადახაზვა.
ვიზუალური სურათის დანახვა აუცილებლად აგიმაღლებთ მოტივაციას და დაგეხმარებათ მეტად პროდუქიულები იყოთ.
განწყობა არის ის ენერგია, რომელიც სამყაროს ამოძრავებს. უდაოდ საჭიროა მისი ამაღლება, საქმის კეთებისას, თუმცა ეცადეთ მის შესაქმნელად მატერიალური ნივთებზე მეტად აქცენტი გააკეთოთ თითოეული საქმის თუ საგნის შესწავლის საჭიროებებზე.
მაშ ასე განწყობის კოქტეილის მოსამზადებლად მთავარი ინგრედიენტებია: მიზანმიმართული აზროვნება და მიზანმდე მისასვლელად დეტალურად გაწერილი ამოცანები, კოქტეილს შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისამებრ დაუმატოთ ფერადი მარკერები, კარგი მუსიკა, ლამაზი ქაღალდები და ა.შ. ”

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace