EVS

EVS

“კავკასიის ახალგაზრდულმა კავშირმა” 2016 წლის 27 იანვარს ევროკავშირისგან მოიპოვა “ევროპის მოხალისეობრივი სერვისის” EVS (European Voluntary Service) აკრედიტაცია, როგორც მიმღები, ასევე გამგზავნი, 2019 წლის იანვრამდე.

აღნიშნული აკრედიტაციის საფუძველზე “კავკასიის ახალგაზრდულ კავშირს” ეძლევა უფლება მიიღოს ევროპელი მოხალისეები ორგანიზაციაში სამუშაოდ და აგრეთვე გაგზავნოს ქართველი ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეობრივი სამსახურის შესასრულებლად.

რა არის საჭირო ქართველი ახალგაზრდებისთვის რომ გახდეთ EVS მოხალისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში?

  • თუ ხართ 18-დან 30 წლამდე აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა.
  • თუ გაქვთ სურვილი გახდეთ მოხალისე და შეასრულოთ ევროსტანდარტებით გათვალისწინებული მოხალისეობრივი სამუშაო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
  • თუ გსურთ მიიღოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და გაიუმჯობესოთ უცხო ენებზე საუბრის უნარები.
  • თუ გსურთ იცხოვროთ ევროპაში და შეიძინოთ ახალი მეგობრები.

რას სახის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღნიშნული EVS პროგრამა?

  • მგზავრობის ხარჯები საქართველოდან დანიშნულების ქვეყანამდე და პირიქით.
  • ყოველთვიური ჯიბის ფული მოხალისისთვის.
  • კვებისა და საცხოვრებელი ბინის ხარჯების, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება.

როგორია აღნიშნული მოხალისეობრივი სერვისის ხანგრძლივობა?

  • თითოეული EVS პროექტი გრძელდება 2 თვიდან – 1 წლამდე
  • პროგრამის დასრულების შემდეგ მოხალისეებს გადაეცემათ Erasmus + ის  Youthpass სერთიფიკატი.

როგორ გავხდე “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” EVS მოხალისე?

  • გამოაგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი(თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა, რა არის თქვენი მოლოდინი და რაში დაგეხმარებათ სამომავლოდ ამ პროგრამაში მიღებული გამოცდილება) ინგლისურ ენაზე მეილზე: evscaynex@gmail.com წლის ნებისმიერ დროს
  • თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზიუმი შეინახება ჩვენს ბაზაში და კონკრეტული პროექტის გამოჩენის შემთხვევაში ჩვენ დაგიკავშირდებით და განვიხილავთ თქვენთან ერთად დეტალებს.
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენ უკვე ნაპოვნი გაქვთ სასურველი EVS პროგრამა და გსურთ მასში ჩაერთოთ, შეგიძლიათ მოგვმართოთ მეილზე evscaynex@gmail.com ან მობრძანდეთ ჩვენს ოფისში მისამართზე: ვაჟა-ფშაველას ჩიხი 1/43 ოთახი

დამატებითი შეკითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

ლევან გორგაძე (EVS პროგრამის კოორდინატორი)

E-mail: evscaynex@gmail.com

T:597 75 79 84

pdf

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace