Youth Reflex 2.0 ლიდერთა სკოლა 2

დამატების თარიღი: 07 November 2018 / 23:29

2018 წლის 3-5 ნოემბერს „ახალგაზრდული რეფლექსი 2.0“ – ის ფარგლებში, ბაკურიანში ჩატარდა ტრენინგ კურსები ახალგაზრდებისთვის „ლიდერთა სკოლა 2“ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 20-მა ახალგაზრდამ მარნეულის, გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან. ლიდერთა სკოლა 2 -ის მიზანია გააძლიეროს ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ჩამოაყალიბებენ ახალგაზრდულ ცენტრებს და იმუშავებენ ისეთ პრობლემურ საკითხებზე როგორიცაა ოჯახური ძალადობა და ახალგაზრდების დამოკიდებულება პოლიციასთან. ტრენინგების მთავარ თემებს წარმოადგენდა: გუნდური მუშაობა, გუნდის მშენებლობა და გაძლიერება, მოტივაცია, ლიდერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ახალგაზრდული აქტივიზმი და მისი მნიშვნელობა, პროექტის წერის უნარ-ჩვევების შეძენა და ახალგაზრდული ცენტრების სამომავლო აქტივობების დაგეგმვა. მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ლიდერთა სკოლის პირველი ეტაპის დავალებების ფარგლებში, სადაც მათ ერთმანეთს გაუზიარეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ანალიზი და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები, პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე. ტრენინგის ბოლო ნაწილში მონაწილეებმა დასახეს სამოქმედო გეგმა ნოემბერის, დეკემბრისა და იანვრის თვეში, სადაც ისინი უკვე ლიდერთა სკოლის ფარგლებში მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებსა და სხვა ახალგაზრდა ლიდერებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე განახორციელებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ „მრგვალ მაგიდას“, უშუალოდ სამართალდამცავებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, სადაც განხილული იქნება ხიდჩატეხილობისა და კომუნიკაციის აღდგენის საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე. პროექტი ახალგაზრდული რეფლექსი 2.0 ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, ხაშურის, გორის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტებს გაწეული თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace