🔱წარმატებით დავასრულეთ კიდევ ერთი Erasmus+ ტრენინგის კურსი “Equality Now 2.0” რომლის ფარგლებშიც 21-29 აპრილის ჩათვლით ახალგაზრდებს ვუმასპინძლეთ ბაკურიანში. 26 ახალგაზრდა სომხეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და საბერძნეთიდან შეიკრიბა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული გამოწვევების განსახილველად.
🔱არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებით, პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეებში ცნობიერება აემაღლებინა გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მოემზადებინათ პრეზენტაციები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.
🔱პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგები, ვორქშოფები და მცირე თეატრალური წარმოდგენები.
🔱ტრენინგ კურსის მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ.
🔱პროექტი ხორციელდება კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და გერმანული ორგანიზაციის “Migrants and Minorities Network” მხარდაჭერითა და თანამშრომლობით.