აზერბაიჯანი და ატომური რეაქტორები

დამატების თარიღი: 09 June 2014 / 13:28

ერთი შეხედვით აზერბაიჯანი, რომელიც ყვავის ნავთობისა და გაზის რესურსებით, საინტერესოა რატომ უნდა მიისწრაფოდეს ატომური ენერგიის მოსაპოვებლად.
ამ კითხვას ხშირად შეცდომაში შეყავს ადგილობრივი ექსპერტები და გარემოს დამცველები. 8 მაისის ბრძანებულებით, ილჰამ ალიევმა აღნიშნული პროექტის ორგანიზება არა ენერგეტიკის ან ეკონომიკის სამინისტროს, არამედ კომუნიკაციებისა და უმაღლესი ტექნოლოგიების სამინისტროს დაავალა, კერძოდ ატომური ენერგიის კვლევების ნაციონალურ ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ სამინისტროსთან.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ატომური ენერგია გამოყენებული იქნება “მშვიდობიანი მიზნებისთვის”.
“პროექტზე მუშაობის დაწყება 2014 წლის ბოლოსკენ იგეგმება და მოიცავს 3-4 წლიან სამუშაოებს”, განაცხადა კომუნიკაციების მინისტრმა ალი აბასოვმა. მას არ დაუკონკრეტებია ფინანსები და მომავალი ატომური რეაქტორის სიმძლავრე, მხოლოდ განაცხადა, რომ პროექტი მოიაზრებს რამდენიმე ატომური რეაქტორის მშენებლობას.
2008 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა წინასწარი შეთახმება ოფიციალურ ბაქოსთან, რომელიც მოიაზრებდა ერთ 10-15 მეგავატიანი რეაქტორის აშენებას კვლევითი მიზნებისთვის. ოფიციალურად აზერბაიჯანს არანაირი შეთანხმებისთვის არ მიუღწევია აღნიშნულ სააგენტოსთან დამატებითი რექტორების მშენებლობის თაობაზე.
ატომური რეაქტორები განლაგდება სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, ბაქოდან ჩრდილოეთით 15 კილომეტრის მოშორებით.
http://www.eurasianet.org/node/68425

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace