აზერბაიჯანი და ირანი ამზადებენ საფოსტო კავშირის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან აზერბაიჯანში მყოფმა ირანის კავშირისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ, მუდჯაბა ხაშიმმა განაცხადa. მისი თქმით, დღესდღეობით აზერბაიჯანი და ირანი თანამშრომლობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციების.
„რამოდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროში, ასევე, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროში ჩატარებულ შეხვედრებზე აღნიშნული იყო ორი ქვეყნის ურთიერთობისა და მოცემულ კავშირში გარკვეული შეთანხმების გაღრმავების მნიშვნელობა.“ – თქვა ხაშიმმა.
აზერბაიჯანისა და ირანის საფოსტო კავშირის ოპერატორები წლის ბოლომდე გეგმავენ საფოსტო საფინანსო მომსახურების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების ხელმოწერას და ორ ქვეყანას შორის სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის ორგანიზებას.
ირანის ფოსტა გაეცნო აზერბაიჯანის საფოსტო ოპერატორის გამოცდილებას მოსახლეობისათვის ფინანსური მომსახურების მიწოდებაში. საფოსტო კავშირის სფეროში ირანთან თანამშრომლობა განისაზღვრება 2009 წლის 10 მარტს აზერბაიჯანის კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროსა და ირანის კავშირისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმით.
მემორანდუმი ითვალისწინებს, ორმხრივი რეგულარული შეხვედრების ჩატარებას, ასევე ქვეყნები შეთანხმებულები არიან აზერბაიჯანიდან ირანის ტერიტორიის გავლით ერაყისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში საფოსტო გზავნილების შესაძლებლობაზე.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია ბმულზე : http://www.trend.az/capital/it/2316520.html