აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი, შაჰინ მუსტაფაიევი (Shahin Mustafayev) შეხვდა ხორვატიის ექს-პრეზიდენტს სტეფან მესიჩს (Stjepan Mesić). აზრბაიჯანული პრესის ცნობით იგი დაესწრო მეოთხე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციას ბაქოში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ფორუმის მნიშვნელობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში და გამოთქვეს იმედები აზერბაიჯანი-ხორვატიის კავშირისა და ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაზე.
მინისტრი მიესალმება ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ხაზს უსვავს უზარმაზარი პოტენციალის არსებობას ორმხრივი თანამშრომლობის ზრდა
ში.
აზერბაიჯანის ეკონომიკაზე საუბრისას, მინისტრმა მუსტაფაიევმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ძლიერი სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემდეგ აზერბაიჯანში შექმნილია ნაყოფიერი ბიზნესის წარმოებისა და კაპიტალდაბანდების გარემო.
მან ხაზი გაუსვა, რომ, აზერბაიჯანი იყო ინიციატორი და აქტიური მონაწილე უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, მათ შორი სამხრეთის ნავთობის დერეფნისა. მინისტრი ასევე შეეხო ისეთ თემას, როგორიცაა ქვეყანაში დაარსებული სამრეწველო პარკები.
სტეფან მესიჩი მიესალმება აზერბაიჯანის ამგვარ წინსვლას. მან განაცხადა, რომ ხორვატიელი ბიზნესმენები დაინტერესებულები არიან ფარმაკოლოგიის დარგითა და გზების მშენებლობით აზერბაიჯანში.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.news.az/articles/economy/92550