აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის 10 ასამბლეა

დამატების თარიღი: 12 December 2018 / 13:31

2018 წლის 10-11-12 დეკემბერს, საქართველოში, თბილისში, გაიმართა 10-ე ყოველწლიური ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, რომელსაც კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელი გიორგი აზარიაშვილი დაესწრო.

2018 წელს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყანა – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, უკრაინა  და სხვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ  მათი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. დღეს კვლავ აქტუალური რჩება  ბრძოლა 1918 წელს ჩამოყალიბებული დემოკრატიული მისწრაფებებისთვის.

ფორუმი გახსნა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელ დისკუსიები რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს, ლიეტუვას, სომხეთის, ბელარუსიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრები და წარმომადგენლები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მისიაა ხელი შეუწყოს სამოქლაქო საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მონიტორინგს, დაგეგმვასა და პოლიტიკის  განხორციელებას კონსტრუქციული დიალოგის გზით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიობის ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას და ევროპულ ინტეგრაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

2017 წლიდან კავკასიის ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს  სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის პლატფორმის წევრი.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი წარმატებებს უსურვებს  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace