ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი თელავში – “კულტურების რთველი”

დამატების თარიღი: 20 October 2016 / 10:32

2016 წლის 9–18 ოქტომბერს, Studenten Entwicklungsgesellschaft Österreich, მასტერფისის საქართველოსა და კავკასიის ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით გაიმართა ერასმუს პლუსის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „კულტურების რთველი“. პროექტში მონაწილეობას იღებდა 35 ახალგაზრდა ავსტრიიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან უკრაინიდან და საქართველოდან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო : 7 ინტერკულტურულ–ინტერკულინარიული საღამო, ჩურჩხელის მომზადების აქტივობა, კულტურების გაცნობის ჯგუფური სამუშაოები, პრეზენტაციები, ნაციონალურ რეალობას მორგებული სკეჩები, 2 ექსკურსია კახეთის რეგიონში, რთველი, ქართული ტრადიციული მარანის დათვალიერება, გუნდური თამაშები, თემატური აქტივობები და სხვა.
პროექტის მთავარი მიზანი იყო ინტერკულტურული ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება განსხვავებული კულტურის, ნაციონალობის, შეგნებისა და ისტორიის მატარებელ ადამიანების მიმართ.
პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა ერასმუს პლიუსის Youth Pass სერთიფიკატი.
პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის ერასმუს პლიუსის ნაციონალური სააგენტო.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace