“ახალგაზრდული რეფლექსის” ტრენინგები ხაშურში

დამატების თარიღი: 16 June 2017 / 18:42

2017 წლის 15 ივნისს, კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და მასტერფის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ინიციატივით, ხაშურის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტი „ახალგაზრდული რეფლექსის“  ფარგლებში გაიმართა ტრენინგ კურსები შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებებზე მართლმსაჯულების ჭრილში, ახალგაზრდული აქტივიზმი და ადვოკატირება, ახალგაზრდების როლი საზოგადოების განვითარებაში და სოციალური მეწარმეობა.

ტრენინგებს დაესწრნენ ახალგაზრდები ხაშურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებიდან, ტრენინგები იყო ინტერაქციული და მოიცავდა მცირე ჯგუფებში მუშაობასაც.  პროექტი ახალგაზრდული რეფლექსის  მიზანია კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი ახალგაზრდული პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში ახალგაზრდების ჩართულობა და გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, რაც მუნიციპალიტეტებში პოზიტიური ცვლილების საწინდარი იქნება.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ორგანიზაცია „ახალი თაობა რეგიონალური განვითარებისთვის“ დამფუძნებელს, მერაბ არევაძეს და ხაშურის ეროვნულ ბიბლიოთეკას გაწეული დახმარებისთვის.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace